თეგი: რუსული გაზი

გაერთიანებული სამეფო Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების დროებით ნაციონალიზაციას გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა რუსული სახელმწიფო კომპანიის Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების - Gazprom Energy-სა და Marketing & Trading Retail-ის დროებით ნაციონალიზაციას გეგმავს.Bloomberg-ის ინფორმაციით, Gazprom Energy ქვეყნის მასშტაბით 30 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ემსახურება. ამასთან, მთავრობის განმარტებით, გაერთიანებული სამეფო ნაკლებადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე, რადგან მისი წილი მიწოდების საერთო მოცულობაში 4%-ზე ნაკლებია. რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში, Gazprom Energy-ს წილი საკმაოდ მაღალია და ის 20%-ს აღწევს.

რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

„არამეგობრული“ ქვეყნები იძულებულნი არიან გადაიხადონ რუსული გაზის საფასური სპეციალური სქემით. დაეხმარება თუ არა ეს რუსეთის ეკონომიკას და გააძლიერებს რუბლს? europetime გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ.  ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით 1-ელი აპრილიდან დაამტკიცა ახალი სქემა, რომლის თანახმადაც „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ გაზის საფასური  რუბლში უნდა გადაიხადონ. სქემის თანახმად, მათ უნდა გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“, საიდანაც ფული „გაზპრომს“ მიეწოდება. თუ თანხის გადახდა კრემლის დადგენილი სქემით არ მოხდება მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება. კერძოდ, რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს.  ვინ არიან „არამეგობრული ქვეყნები“? ევროკავშირის ყველა ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კიდევ 20 ქვეყანა. „არამეგობრული“ ქვეყნებში რუსული გაზის ყველაზე დიდი 5 იმპორტიორიდან 4 - გერმანია, იტალია, ავსტრია და საფრანგეთი ახალ სქემაში მოხვდა. გაზის საფასურის რუბლში გადახდა არ მოუწევს თურქეთს, რომელიც ამ ხუთეულის წევრია.  2021 წელს „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა $43 მილიარდის რუსული გაზი შეისყიდეს. ესაა იმ თანხის 80%, „რაც „გაზპრომმა“ მილსადენში გატარებული გაზისთვის მიიღო. რუსეთის ექსპორტში გაზის წილი 11%-ია.   შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად აუცილებელია. 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40% (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო).  აშშ-ს სააგენტო S&P Global Platts-ის ინფორმაციით 2022 წელს ევროპა სანქციებისა და უკრაინაში ომის მიუხედავად რუსულ გაზს შეუფერხებლად მიიღებს.  მოუწევთ თუ არა ევროკავშირის ქვეყნებს გაზში რუბლის გადახდა? არ მოუწევთ. კრემლის მიერ წარმოდგენილი ახალი სქემა ასეთია: „არამეგობრული ქვეყნის“ წარმომადგენელმა „გაზპრომბანკში“ ორი ანგარიში უნდა გახსნას ევროში და დოლარში.  შემდეგ „გაზპრომბანკი“ უცხოურ ვალუტას გაყიდის „მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე“ და მიღებულ რუბლს შემსყიდველის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხავს, რომელიც თავად გადარიცხავს თანხას „გაზპრომის“ ანგარიშზე.   ამასთან რუსეთის ხელისუფლება იტოვებს უფლებას რომ რიგმა ქვეყნებმა და კონტრაქტორებმა გაზი სქემის გვერდის ავლით იყიდონ.  რეალურად არაფერი შეცვლილა? არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ „გაზპრომბანკი“, რომლის არხებშიც გაზის საფასურის ტრანზაქციები გაივლის, დასავლური სანქციების ქვეშ, სავარაუდოდ გარანტირებულად აღარ მოხვდება.   როგორ იმოქმედებს პუტინის ახალი სქემა რუბლის კურსზე? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლის გადახდის სქემა რუბლის კურსის ვარდნას ვერ შეაჩერებს. „გაზპრომბანკი“ მიღებული ვალუტის 80%-ს მოსკოვის ბანკთაშორის ბირჟაზე გაიტანს, თუმცა ეს რუბლსა და რუსეთის ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება.  მაშინ რაში სჭირდება პუტინს გაზის საფასურის გადახდის სპეციალური სქემა? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აქ მთავარია ეკონომიკური მოსაზრებები და პოლიტიკური წინააღმდეგობა.    რუსეთის ხელისუფლებას და პუტინს გაზის საფასურის გადახდის სპეციალური სქემა პირველ რიგში იმისთვის სჭირდებოდა რომ გაერკვია მზადაა თუ არა საერთაშორისო ბაზარი რუსული გაზი და ნედლეული რუბლში იყიდოს.  ანალიტიკოსების შეფასებით, გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას სურდა გადაერჩინა თავისი სავაჭრო პარტნიორები რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობისთვის სანქციების საფრთხისგან: საერთაშორისო მარეგულირებელებისთვის უფრო რთულია ტრანზაქციების თვალყურის დევნება რუბლებში. და ბოლოს, თუ კრემლი აიძულებს დასავლეთის ქვეყნებს იყიდონ გაზი რუბლით, ამან შეიძლება შექმნას დამატებითი მოთხოვნა რუსულ ვალუტაზე (და მხარი დაუჭიროს რუბლის კურსს გრძელვადიან პერსპექტივაში) და უზრუნველყოს სანქციების გავრცელება ნედლეულის სრულ ემბარგოზე რუსეთიდან. სწორედ ეს აკრძალვა ვრცელდება ირანული ნავთობის შესყიდვაზე, მაგრამ ირანი კვლავ ახორციელებს საგარეო ვაჭრობას ირანულ არეალში სპეციალური ანგარიშების მეშვეობით. რუსეთს ასევე შეუძლია შექმნას ასეთი ალტერნატიული ფინანსური ინფრასტრუქტურა. კიდევ რა მიზნები აქვს კრემლს და ჩავარდა თუ არა პუტინის გეგმა? პუტინის პირველ განცხადებას, რომ „არამეგობრული“ ქვეყნების მიერ რუსული გაზის საფასურის  გადახდა რუბლებში უნდა მოხდეს, ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა კატეგორიული უარით უპასუხეს.  როგორც ჩანს, მთელი გასული კვირა რუსეთი და ევროკავშირი ვაჭრობდნენ. შედეგად, მხარეები მივიდნენ „რბილ“ გადაწყვეტამდე, რომელიც ორივე მხარეს შეეფერება. ანალიტიკოსების შეფასებით,  კრემლმა შეასრულა თავისი შიდა პიარის მიზნები - ”ჩვენ ვაჩვენეთ ევროპას [ვინ არის პასუხისმგებელი]!” - და ამავდროულად გარანტირებული იქნება „გაზპრომბანკის“ სანქციების საფრთხისგან გამოყვანა. გარდა ამისა, რუსული „გაზპრომბანკისთვის“ გაზის გადასახადების გადაცემის გამო, მცირდება რუსეთის მიერ მისი ენერგორესურსებისთვის თანხების დაბლოკვისა და გაყინვის რისკები. მაგალითად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა შესთავაზა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა შეაჩერონ რუსეთის მიერ მიწოდებული ნავთობის საფასურის გადახდა, სანამ პუტინი ომს არ დაასრულებდა. ამავდროულად, პუტინის განკარგულებით, რუსეთის ხელისუფლება ასევე ვერ შეძლებს „გაზპრომბანკში“ უცხოელი მყიდველების უცხოური ვალუტის სპეციალური ანგარიშების დაბლოკვას ან გაყინვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლი მიანიშნებს, რომ არ აპირებს დასავლელ მყიდველებს ჩამოართვას რუსული გაზის გადახდის და მიღების შესაძლებლობა. თავის მხრივ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს არხი „გაზპრომბანკის“ მეშვეობით, რათა უზრუნველყონ გადახდები გაზზე, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი სხვა გადასახადისთვის, მაგალითად, ნავთობისთვის. „ირანისა და ვენესუელას გამოცდილება [რომლებიც სანქციების ქვეშ არიან] გვიჩვენებს, რომ ბანკებს შეუძლიათ ტრანზაქციების განხორციელება ისე, რომ მათი საბოლოო ბენეფიციარების დადგენა თითქმის შეუძლებელი იქნება“, - განუცხადა WSJ-ს აშშ-ს ხაზინის ყოფილმა წარმომადგენელმა კერი შტაინბუერმა. გადაწყდა თუ არა პრობლემა? არა. ევროპა კვლავ აპირებს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგო წყაროებზე - ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე, რადგან კრემლი მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად იყენებს. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს, განაცხადა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბეროლმა. IEA-მ უკვე შეიმუშავა გეგმა, რათა შემცირდეს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში არსებული 155 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 55 მილიარდამდე. ექსპერტები ევროკავშირს ურჩევენ: არ დადოს ახალი კონტრაქტები გაზპრომთან, შეცვალოს რუსული გაზი LNG-ით შეერთებული შტატებიდან და მილსადენებით ნორვეგიიდან და აზერბაიჯანიდან, მოახდინოს ბირთვულ ენერგიაზე ფოკუსირება, შეამციროს შენობების გათბობის ტემპერატურა ევროკავშირში, დაზოგოს 200 მილიარდი ევრო ელექტროენერგიის გაძვირების პირობებში ყველაზე დაუცველი მომხმარებლების მხარდასაჭერად. რამდენად რეალურია ამ ამოცანის სწრაფად მიღწევა?  ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან რთული იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ევროპა აჭიანურებს „გაზპრომზე“ დამოკიდებულების შემცირებას, რაც დიდი ხანია დაგეგმილი იყო. ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის დამატებითი მოცულობის პოვნის შესაძლებლობაზე. მაგრამ ამ დროისთვის ამ ბაზარზე დეფიციტია და არსებული LNG ქარხნები სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. რუსული გაზის მთავარი ალტერნატივა არის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აშშ-დან და ყატარიდან, მაგრამ ამისთვის ევროპის ბაზარზე გათვლილი LNG სიმძლავრეები უნდა გაფართოვდეს. ამას შეიძლება ხუთიდან შვიდი წელი დასჭირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული გაზის (ევროპული ბაზრისთვის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე იაფი წყარო) შემცვლელის პოვნა გაზის მაღალი ფასების შენარჩუნებას ნიშნავს. მაგალითად, გერმანიის 41,5 მილიონი ოჯახებიდან დაახლოებით ნახევარი გაზს იყენებს გასათბობად. გერმანულ ოჯახს, რომელმაც 2022 წლის მარტში გააფორმა კონტრაქტი გაზის კომპანიასთან, წლის განმავლობაში საშუალოდ 62%-ით მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში დადებული ასეთი კონტრაქტი. ხოლო დიდ ბრიტანეთში, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საშუალო ოჯახის გადასახადი ყველაფერზე, რაც ეხება ენერგორესურსებს (გათბობა, ცხელი წყალი, ელექტროენერგია) გაიზრდება 1100 ფუნტით. მთლიანი ხარჯები ინფლაციის გამო გაძვირებული პროდუქტების გათვალისწინებით 2600 ფუნტით. გაზის (+81%) და ელექტროენერგიის (+36%) სტანდარტული ტარიფების 1 -ელ აპრილს გაზრდით ქვეყანაში ხუთი მილიონი ოჯახი „ენერგეტიკული სიღარიბის“ მდგომარეობაში აღმოჩნდება. რა მოხდება, თუ ვითარება გაუარესდება და კრემლი მაინც გადაწყვეტს ევროპის „გათიშვას“ რუსული გაზისგან? ექსპერტების შეფასებით, ეს იქნება გიგანტური შოკი ევროპის ეკონომიკისთვის. მაგრამ ამავდროულად  რუსეთისთვის ევროპული მიმართულებით ექსპორტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მკვეთრ ვარდნას ნიშნავს. 2022 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ქვეყნის შემოსავლების 38,1% ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე მოდის. შეუძლებელი იქნება გამოშვებული ნაკადების სწრაფად გადამისამართება სხვა მიმართულებით (მაგალითად, ჩინეთში) , მაშინ რუსეთს მოუწევს ახალი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის შექმნა..

ესტონეთი 2022 წლის ბოლომდე რუსული გაზზე უარს იტყვის

ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  2022 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტზე უარს იტყვის. ამის შესახებ უკრაინული მედია ERR-ზე დაყრდნობით წერს.  „რაც შეიძლება მალე უნდა შევწყვიტოთ გაზის ყიდვა პუტინის რეჟიმისგან, რადგან შემოსავალს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ გადავწყვიტეთ გავზარდოთ მიწოდება და შევქმნათ ტერმინალი პალდისკში თხევადი ბუნებრივი აირის შესანახად.  ეს არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის, შევიდეთ მომდევნო ზამთრის სეზონში რუსულ გაზზე ყოველგვარი დამოკიდებულების გარეშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. მან დასძინა, რომ ქვეყნის პრინციპული პოზიციაა, რომ გემები, რომლებიც გაზს LNG ტერმინალში მიაწვდიან, არ უნდა შეიცავდეს რუსულ გაზს. ამასთან ესტონეთი და ფინეთი შეთანხმდნენ ერთობლივად იჯარით აიღონ მცურავი LNG ტერმინალი, რომელსაც შეუძლია ორივე ქვეყანაში ჩასვლა, რათა შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე.  1-ელი აპრილიდან ლიეტუვა პირველია ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელმაც შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი. რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ეგვიპტე და ევროკავშირი ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

ეგვიპტე და ევროკავშირი შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ბუნებრივი გაზის სფეროში, დასავლეთის ბაზრებზე რუსული გაზის ჩანაცვლების ფარგლებში. ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიასთან ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი სამიჰ შუქრი კაიროში შეხვდა ევროკავშირის დელეგაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსის ხელმძღვანელობით, რომელიც „ევროპის მწვანე კურსს“ კურირებს. „მხარეები ასევე შეთანხმდნენ თხევადი ბუნებრივი გაზისა და მწვანე წყალბადის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე. აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვის მწვანე წყალბადის სეგმენტში პარტნიორობის განვითარებაზე, რომელიც მოიცავს წყალბადით ვაჭრობას ევროპას, აფრიკასა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებს შორის“, - ნათქვამია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე, კაირო და ბრიუსელი თანხმდებიან, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გავლენამ არ უნდა შეასუსტოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სურვილი და არ გამოიწვიოს განვითარებადი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ფინანსური სივრცის შევიწროება. ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.  11 აპრილს გახდა ცნობილი, რომ იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. 4 აპრილს ლიტუვას ენერგეტიკის სამინისტრომ განაცახდა, რომ ქვეყანამ რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით 1-ელი აპრილიდან დაამტკიცა ახალი სქემა, რომლის თანახმადაც „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ გაზის საფასური  რუბლში უნდა გადაიხადონ. სქემის თანახმად, მათ უნდა გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“, საიდანაც ფული „გაზპრომს“ მიეწოდება. თუ თანხის გადახდა კრემლის დადგენილი სქემით არ მოხდება მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება. 2021 წელს „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა $43 მილიარდის რუსული გაზი შეისყიდეს. ესაა იმ თანხის 80%, „რაც „გაზპრომმა“ მილსადენში გატარებული გაზისთვის მიიღო. რუსეთის ექსპორტში გაზის წილი 11%-ია. IEA-მ უკვე შეიმუშავა გეგმა, რათა შემცირდეს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში არსებული 155 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 55 მილიარდამდე. ასევე წაიკითხეთ რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

ლე პენი რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მარინ ლე პენი, რომელიც 24 აპრილს მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება, ამბობს, რომ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა არა ნავთობისა და გაზის სექტორში. ლე პენმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ სურს საფრანგეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადოს გაზსა და ნავთობზე დაწესებული სანქციების შედეგები. საფრანგეთი, როგორც ევროპის ქვეყანების დიდი ნაწილი, ძირითადად რუსული ბუნებრივი აირით მარაგდება.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ულტრამემარჯვენე კანდიდატ ლე პენს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან და ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირების გამო. ევროკავშირმა სანქციების ხუთი პაკეტი დაუწესა რუსეთსა და ბელარუსს. სანქციები შეეხო რუსეთის 1000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და ეკონომიკის მთელ დარგებს. უკანასკნელი პაკეტით აიკრძალა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი და ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის სატვირთო ტრანსპორტის შესვლა. მანამდე რუსეთის ენერგორესურსებს სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.  ასევე წაიკითხეთ  ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი

გერმანია ევროკავშირს რუსული ნავთობის სრული ემბარგოსკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შეზღუდვა საჭიროა, რადგან ენერგორესურსები რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს დასრულებას წლის ბოლომდე შეძლებს. ასევე, შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვიდან იმპორტირებული ენერგორესურსების წილი 35%-დან 25%-მდე შეამცირა. ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება. 12 აპრილს ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს

იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის

მსხვილმა იტალიურმა ნავთობკომპანია Eni-მ ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვების კვოტის გაზრდისა და ევროპაში მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ Reuters ენერგოკომპანიაზე დაყრდნობით წერს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იტალია ცდილობს, ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის მიუხედავად, რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.  ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა

ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს.  „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. მისი თქმით, იტალიის ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ მოქალაქეები დაიცვას კონფლიქტის შედეგებისგან. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს  

გიტანას ნაუსედა: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს პარტნიორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, აკრძალონ რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი და დაუწესონ სანქციები ყველა რუსულ ბანკს. გიტანას ნაუსედამ მოუწოდა მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით. „ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა თავდაცვითი იარაღი. იმედი მაქვს, ამ გზით უკრაინა მიაღწევს გამარჯვებას და მშვიდობას. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.  გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა მოითხოვა რუსული ნავთობისა და გაზის აკრძალვა და სანქციების დაწესება ყველა რუსული ბანკის წინააღმდეგ. „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. „მრავალი წლის განმავლობაში ლიეტუვას ჰქონდა გაზის მხოლოდ ერთი წყარო და ეს იყო რუსეთი. ჩვენ მოვახერხეთ აგრესორთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა და მჯერა, რომ დანარჩენი ევროპა ამას შეძლებს. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, უკრაინა ევროკავშირს ეკუთვნის და ლიეტუვა მხარს დაუჭერს ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს ევროკავშირში. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე სამი ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინაში: ჩვენი მიზანია, უკრაინისთვის გადამწყვეტ დროს, პრეზიდენტ ზელენსკის მხარი დავუჭიროთ

იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე

Europetime-მა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა. ელჩს ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, მით უფრო ახლა, როცა საქართველოს გადმოეცა ევროკომისიისგან შეფასების კითხვარი. ასევე, იტალიისთვის რუსული გაზის ალტერნატივების მოძიებაზე, იმ ფონზეც როცა იტალიამ უკვე მოაწერა ალჟირთან გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულებას ხელი. იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) განხორციელებას იტალიური მხარე ხელს უწყობს.  „რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს. რაც შეეხება რუსული გაზის ალტერნატივის მოძიებისა და ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხს ენრიკო ვალვოს შეფასებით, იტალიის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები დივერსიფიკაციის ნაწილია. მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია. ამიტომაც, არამხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ, მთლიაად ევროკავშირს აქვს დიდი სურვილი, იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან. როგორც ცნობილია, იტალიის პრემიერმა ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მოსკოვის მიმართ პასუხია. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. როგორც აღვნიშნე, ამას უკავშირდება. ეს არის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არ დავაფინანსოთ რუსული ომის მანქანა და მისი აგრესია უკრაინაში“, - განუცხადა ენრიკო ვალვომ Europetime-ს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა  

ავსტრიის კანცლერი: ავსტრიამ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლოს

ავსტრიამ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლოს, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა. „ავსტრია 80%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს დღეს ან ხვალ მოხდეს“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

საფრანგეთის პრეზიდენტი: საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, - როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში განაცხადა. „ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. პარიზი მუშაობს სხვა ქვეყნებიდან გაზის შესყიდვაზე და ასევე აპირებს მხარი დაუჭიროს რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას”, - თქვა მაკრონმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო

"ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული", - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადა. რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა მისივე თქმით, განახლებადი წყაროებია საჭირო, რადგან რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შემცირდეს. „ევროკავშირის დონეზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული, მაგრამ იმისთვის, რომ შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, განახლებადი წყაროები გვჭირდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს დღეს დილიდან რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება.  

Bloomberg: ევროპა მზადაა, ზამთარი რუსული გაზის გარეშე გადაიტანოს

მიმდინარე ზამთარს ევროპაში, გასულ წელთან შედარებით, შესაძლოა, 40%-ით მეტი თხევადი გაზი იმპორტირდეს, რაც რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ გაჩენილ დეფიციტს დააკომპენსირებს. ამას  Bloomberg-ის მონაცემები ადასტურებს. Bloomberg-ის ანგარიში მიუთითებს, რომ რეგიონს ზამთარში შეუძლია, თითქმის 40%-ით მეტი LNG შემოიტანოს, ვიდრე გასულ წელს და შესყიდვები დაახლოებით 14%-ით (მომავალ ზაფხულს დაკარგული მარაგების შესავსებად) გაზარდოს. გამოცემა წერს, რომ ენერგიის მაღალი ფასების გამო, გაზზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, ეს მიწოდება პირველი ოქტომბრიდან რუსული მილსადენების ნაკადების სრულად გაჩერების შედეგად შექმნილი დეფიციტის დასაფარად საკმარისია. „დამატებითი საწვავის მისაღებად, ევროპელ მყიდველებს ადგილზე 90%-ით მეტი LNG-ის შეძენა მოუწევთ, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტებით უზრუნველყოფდნენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას აზიასთან. ეს ხელს შეუწყობს გაზზე მსოფლიო ფასების კლებას, რომელიც მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპამ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზზე დამოკიდებულიების შემცირება სცადა“, - წერს გამოცემა.   

ესტონეთი, პირველი იანვრიდან რუსული გაზის იმპორტს ოფიციალურად აკრძალავს

ესტონეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელის საუძველზეც 2023 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირს აღარ შეისყიდის.  ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა აკრძალვა ასევე გავრცელდება ტრანზიტთან, ბუნებრივი აირის იმპორტთან და სადისტრიბუციო ქსელებში ტრანზიტის ან ინექციის მიზნით შესყიდვასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაზე. ლატვიამ რუსული გაზის მომხმარება აკრძალა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, ესტონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის ბოლომდე შეაჩერა. ახლა ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურია. „ჩვენი მიზანია რუსეთზე ზეწოლა, რათა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეაჩეროს, რადგან ბუნებრივი გაზი რუსეთისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა“,- დასძინა რეინსალუმ. 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.  

ფონ დერ ლაიენი: 8 თვეში რუსული გაზის 2/3 -ი ჩავანაცვლეთ

 რუსული გაზის 2/3 -ის ჩასანაცვლებლად ევროკავშირს 8 თვე დასჭირდა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს „მარტში, დიდწილად ვიყავით დამოკიდებული რუსულ გაზზე. მაშინ ვფიქრობდით, რომ რუსული გაზის ჩანაცვლებას წლები დასჭირდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამისთვის 8 თვე დაგვჭირდა, რომ რუსული გაზის 2/3 ჩაგვენაცვლებინა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისი თქმით, ევროკავშირმა შეძლო გაზის მომწოდებლების დივერსიფიცირება, თუმცა ეს საკმაოდ „ზვირი დაჯდა“.  „ამიტომ აუცილებელია ახალ წყაროებში ინვესტირება, განსაკუთრებით ენერგიის განახლებად წყაროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.  ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს   

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე - ენერგეტიკის მინისტრი

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე, მათ შორის შეერთებულ შტატებზე, განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმოზმა. „რუსეთი არის მნიშვნელოვანი ენერგომომწოდებელი, რომელიც ბოლო დრომდე ფარავდა ევროპის გაზის მოთხოვნის მესამედს. რაც შეეხება თურქეთს, რუსული გაზი ჩვენი ქვეყნის მოხმარების სულ მცირე 40%-ს შეადგენს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ კონცენტრირებას მხოლოდ ერთ წყაროზე. სამომავლოდ, ჩვენ ვდებთ ფსონს ირანზე, აზერბაიჯანზე, ერაყსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, ასევე, ყატარსა და ომანზე თხევადი გაზისთვის. ამავდროულად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ალჟირთან და თუნდაც ნიგერიასთან. საჭიროების შემთხვევაში, ვყიდულობთ თხევად გაზს აშშ-დან“, - ციტირებს მინისტრს სააგენტო Anadolu. რუსეთი თურქეთისთვის გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსულ გაზზე მოთხოვნა 44 პროცენტს შეადგენს.

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 79%-დან 21%-მდე შეამცირა

ავსტრიამ, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ბუნებრივი აირის 79% რუსეთიდან შემოჰქონდა, ახლა რუსულ გაზზე 21%-ითაა დამოკიდებული. რუსული გაზის ჩანაცვლების სტრატეგიის ფარგლებში, ავსტრიამ დაჯავშნა მილსადენის სიმძლავრე 40 ტერვატ საათში (TWh) როგორც გერმანიის, ისე იტალიური მიმართულებით. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას შეიძინოს გაზი ნორვეგიიდან და მცირე მოცულობის თხევადი გაზი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან. პირველ ნოემბერს ავსტრიის გაზის საცავები 90%-მდე იყო სავსე და 87,9 ტერავატ/საათს ბუნებრივ აირს შეიცავდა, რაც ქვეყნის წლიური მოხმარებაა.  

მედია: ევროკავშირმა რუსული გაზის ტრანზიტი, სრულად ჩაანაცვლა

ევროკავშირმა რუსული გაზის მოცულობა, სხვა მომწოდებლებისგან შესყიდვებით ჩაანაცვლა. Bloomberg: რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლეთ გაზის მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან აღარ ვიღებთ“, - ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, დეფიციტის შევსებას ხელი შეუწყო LNG-ის (თხევადი გაზი), ისევე როგორც ახალი მომწოდებლებისგან მილსადენის გაზის შესყიდვამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს. სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.  

Eni: 2025 წლისთვის, იტალია რუსულ გაზს სრულად ჩაანაცვლებს

2025 წლისთვის იტალიაში რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდება. ამის შესახებ მედია ენერგოკომპანია Eni-ს აღმასრულებელ დირექტორზე კლაუდიო დესკალციზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, 2023 წელს რუსული გაზის წილი იტალიის ბაზარზე 6-7% იქნება. ამჟამად რუსული გაზი 50%-ით ჩანაცვლდა. დესკალციმ აღნიშნა, რომ იტალიის ხელისუფლებამ გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების ძებნა თებერვალში დაიწყო, მიმართა აფრიკის ქვეყნებს, ახლო და შორეულ აღმოსავლეთს და შეერთებულ შტატებს. „ჩვენ უკვე მოვახერხეთ 21-23 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის - 50%-ის ჩანაცვლება, 2025 წელს კი 100%-ით ჩანაცვლდება“, - განაცხადა Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.   

ბრიტანულ-ნიდერლანდური Shell-ი, 2023 წლიდან რუსულ გაზს აღარ შეისყიდის

ბრიტანულ-ნიდერლანდური ნავთობკომპანია Shell-მა რუსული მილსადენის გაზისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად გასული წლის ბოლომდე ყველა კონტრაქტი დასრულა. Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამის შესახებ კომპანიის მიერ მედიაში გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. „2022 წლის 22 დეკემბერს Shell-მა ხელი მოაწერა დოკუმენტებს Gazprom Neft-თან Salym Petroleum Development Limited Liability Company-ში მისი 50%-იანი წილის გაყიდვის შესახებ. ტრანზაქციის დასრულება დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაში მოქმედ განონმდებლობაზე", - აცხადებენ კომპანიაში.  

მინისტრის თქმით, ნიდერლანდები რუსულ გაზზე აღარ არის დამოკიდებული

ნიდერლანდები აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოკსტრამ განაცხადა. იტყობინება RBC-Ukraine. მისივე თქმით, ნიდერლანდებმა იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციისთვის სხვადასხვა ზომა მიიღო. „მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვთქვა, ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ", - განაცხადა მინისტრმა.  

მინისტრის თქმით, მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის თქმით, ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს, ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს.მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მოლდოვამ რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა. 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე, რუსული გაზი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა. „მოლდოვა ახლა ბუნებრივ აირს ძირითადად რუმინეთის გავლით იღებს“, - განაცხადა მინისტრმა. მოლდოვა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითა და მის საზღვრებში პრორუსი სეპარატისტების არსებობით დაზარალდა. პროევროპული პრეზიდენტის, მაია სანდუს ხელმძღვანელობით, მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ადანაშაულებს. სეპარატისტულ რეგიონში 1500 რუსი სამხედროა განთავსებული. გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, გასულ წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] მოლდოვას 300 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო.  

იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე - ენერგეტიკის მინისტრი

იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, როგორც ენერგორესურსზე. ამის შესახებ იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინმა განაცხადა. პიჩეტო ფრატინის თქმით, იტალია აძლიერებს გაზის იმპორტს აღმოსავლეთიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის გამოყენებით, ისევე როგორც აფრიკიდან ალჟირთან და ლიბიასთან ახლადშექმნილი შეთანხმებების მეშვეობით. იტალია ასევე ცდილობს, განავითაროს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგია და გაიგოს, როდის იქნება შესაძლებელი მეოთხე თაობის ბირთვული ენერგიის დანერგვა. იტალიის ეკონომიკის მინისტრმა ადოლფო ურსომ 13 თებერვალს გაზეთ Il Messaggero-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალია გეგმავდა, მთლიანად შეეწყვიტა რუსულ გაზზე დამოკიდებული 2023 წლის ბოლომდე. გარდა ამისა, ურსოს თქმით, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა საშუალებას მისცემს იტალიას, 2024 წლისთვის ენერგიის ექსპორტი მოახდინოს სხვა ქვეყნებში და გახდეს ენერგეტიკული ჰაბი ევროპაში.  

მოლდოვა აცხადებს, რომ რუსულ გაზსა და ელეექტროენერგიას საერთოდ აღარ იყენებს

მოლდოვა აღარ იყენებს რუსულ ბუნებრივ აირს ან ელექტროენერგიას და დაასრულა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულება.  ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რესეანმა ხუთშაბათს, ბუქარესტში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „თუ უკრაინაში ომის დაწყებისას, მოლდოვაში მოხმარებული ენერგიის 100% რუსეთში მოდიოდა, დღეს მოლდოვას რუსეთის ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გარეშე არსებობა შეუძლია “, - განაცხადა რესეანმა. მისივე თქმით, მოლდოვა აღარ მოიხმარს რუსულ გაზს. ის ინტეგრირებულია ევროპის ენერგეტიკულ ქსელში როგორც ტექნიკურად, ასევე, კომერციულად. ინფორმაციისთვის, აპრილში მოლდოვის ენერგოკომმა ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ბერძნული გაზის ოპერატორ - DEPA Commercial-თან. ევროკავშირი შეთანხმდა ე.წ. გაზის ერთობლივი შესყიდვის პლატფორმაზე, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აირიდონ ერთმანეთთან კონკურენცია გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ერთობლივი მსყიდველობითი ძალით. ამ პლატფორმის წევრები არიან უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთი. მოლდოვამ დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცედურა დაიწყო  

უკრაინული „ნაფტოგაზი“ გეგმავს, აღარ გაატაროს რუსული გაზი ევროპისკენ

უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას არ გააგრძელებს. შესაბამისი განცხადენა კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი ჩერნიშევმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში გააკეთა. ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. ჩერნიშევის განმარტებით, უკრაინა დღემდე აგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც ის სჭირდებათ. მისი თქმით, ქვეყანა ნებისმიერ დროს მზად არის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპა დაკარგავს მიწოდებას. თუმცა, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მთლიანად უარს იტყვის რუსული გაზის მოხმარებაზე 2027 წლამდე და უკრაინა დაინტერესებულია, რომ ევროკავშირს ამაში მხარი დაუჭიროს. ალექსეი ჩერნიშევის განცხადებით, ბუნებრივი გაზის მარაგებით უკრაინა ევროპაში მესამე ადგილზეა და აპირებს საკუთარი მოპოვების გაზრდას, რათა მომდევნო წლებში წმინდა ექსპორტიორის როლს მიაღწიოს. ჩერნიშოვი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთი გატარებული გაზის საფასურს უკრაინას სრულად არ უხდის, რადგან ორიდან ერთი ადგილი, სადაც ტრანსპორტირებისთვის გამიზნული გაზის ჩატვირთვა ხდება, რუსეთის როსტოვის ოლქისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული, უკრაინის დონბასის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთმა თვითნებურად თქვა უარი ტრანზიტის საფასურის გადახდაზე. „ნაფტოგაზს“ „გაზპრომთან“ სასამართლო დავა აქვს წამოწყებული. უკრაინულ და რუსულ კომპანიებს ორის ხელშეკრულება 2019 წელს, 5 წლის ვადით გაფორმდა.  

FT: ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რუსული გაზის იმპორტის დაბლოკვის უფლებას მიანიჭებს

ევროკავშირი ემზადება, რომ წევრ ქვეყნებს უფლებამოსილება მიანიჭოს, დაბლოკონ რუსული გაზის იმპორტი მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შეზღუდვის მიზნით, იტყობინება Financial დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით.  როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი მიზნად ისახავს 2027 წლისთვის რუსული წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას, ევროკავშირის რამდენიმე წევრი კვლავ დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტმა რუსეთიდან წელს რეკორდულ სიმაღლეებს მიაღწია. „ევროკავშირის მიერ მომზადებული სამართლებრივი ტექსტი საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს, აუკრძალონ რუსულ და ბელორუსულ კომპანიებს გაზსადენებსა და LNG ტერმინალებში სიმძლავრის შეძენა,“ წერს Financial Times. „ეს საშუალებას მისცემს ევროპულ ენერგეტიკულ ფირმებს გააუქმონ კონტრაქტები რუს მომწოდებლებთან გადასახადის გადახდის გარეშე,“ განუცხადა გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. პროექტს, სავარაუდოდ, წევრი ქვეყნების და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მოგვიანებით, 8 დეკემბერს დაამტკიცებენ. ეს ღონისძიება ბრიუსელის სტრატეგიის ნაწილია, რათა ბლოკის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება შეამციროს.  მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ მიაღწია ნაბიჯებს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში, ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი და ავსტრია,  დიდწილად კვლავ რუსულ იმპორტს ეყრდნობიან.  

ბულგარეთმა რუსეთის გაზზე სატრანზიტო გადასახადი გააუქმა

ბულგარეთის პარლამენტმა რუსეთის გაზზე სატრანზიტო გადასახადი გააუქმა. მანამდე, უნგრეთმა განაცხადა, რომ ამის გამო ვეტოს დაადებდა სოფიას მისწრაფებას, გაწევრიანდეს თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონაში. „ბულგარელებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ თუ ამას დიდხანს შეინარჩუნებენ, თუ უნგრეთის ენერგიით მომარაგების უსაფრთხოებას დიდხანს გამოუთხრიან ძირს, ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 16 დეკემბერს. რუსეთის გაზი უნგრეთში, სერბიასა და ავსტრიამდე ბულგარეთის ტერიტორიას გადის. „მე არაერთხელ ვუთხარი (უნგრეთის პრემიერ-მინისტრს) ვიქტორ ორბანს, რომ ეს გადასახადი არ არის მიმართული უნგრეთის წინააღმდეგ. მათ, ალბათ, აქვთ გარკვეული ეჭვები ან იყენებენ მას საბაბად (ჩვენს დასაბლოკად). მნიშვნელოვანია ამ დაბრკოლების მოხსნა და ვიცოდეთ, რომ უნგრეთთან ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრობლემები შენგენისთვის,“ განუცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა ტელეკომპანია Nova-ს.   

ფინეთი რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვას მომავალი წლიდან გეგმავს

ფინეთი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას მომავალი წლიდან გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფინეთის გარემოს დაცვისა და კლიმატის მინისტრმა კაი მიკანენმა გაზეთ Helsingin Sanomat-ს 5 იანვარს განუცხადა. ფინეთს რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა სურს „არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის თქმა, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა,“ აღნიშნა მიკანენმა. მინისტრის განმარტებით, ეს შეიძლება, გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა დეკემბრის დამდეგს შეათანხმეს. რეფორმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებით აკრძალონ რუსეთისა და ბელორუსის მილსადენებით ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის იმპორტი. ამასთან, აკრძალვა შეიძლება, დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული დროით, ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, შესაბამისი დადგენილება გაზაფხულზე შევა ძალაში. ამის შემდეგ ფინეთის ხელისუფლება შეძლებს, საკუთარი წინადადება წამოაყენოს იმპორტის აკრძალვის შესახებ. როგორც Helsingin Sanomat-ი წერს, შარშან რუსეთმა ევროპას თითქმის 16 მილიონი ტონა გათხევადებული აირი მიაწოდა. მკვეთრად შემცირდა ევროპაში მილსადენებით გაზის მიწოდება, გათხევადებული გაზის ექსპორტი კი, გაიზარდა. რუსეთის გათხევადებული გაზის უდიდესი შემსყიდველები არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდი. მიკანენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი რუსული გათხევადებული გაზის მხოლოდ მცირე მოცულობის იმპორტს ახორციელებს.